,,ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად“- ირაკლი კობახიძე

ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ მათ შორის უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ”ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია, დაგვბლოკოს, უკრაინის ხელისუფლებაზე ჰქონდა საუბარი, შეუძლია, დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ მათ შორის უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას  იმედი აქვს, რომ ერთ-ერთი, ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, იქნება უკრაინის ხელისუფლება.

,,ბუნებრივია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის – გამოიყენებენ არახამიას, გამოიყენებენ იგივე დანილოვს, რომელიც საქართველოში ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. გამოიყენებენ პოდოლიაკს, რომელიც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები