,,ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით”- კახა კალაძე

,,ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რატომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ზეწოლებისა, არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ იქნება დამაზიანებელი. როცა შენ ასანქცირებ და უერთდები სანქციებს, ამის მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ, მაგალითისთვის, თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვუზამთ, პირიქით, დავაზინებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართულ ეკონომიკას, რატომ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ვიცით, რომ დამაზიანებელია?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები