არც იაგო ხვიჩიას გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის – თაკო ჩარკვიანი

არც იაგო ხვიჩიას გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანი ადასტურებს, რომ  საკანონმდებლო ორგანოში, სადაც თავდაცვის კოდექსი უნდა განეხილათ, ის არ იმყოფებოდა, ხოლო მისი ბარათი როსტომ ჩხეიძეს ჰქონდა.

,,აფხაზეთზე  ამ ტიპის განცხადების გამკეთებელს ოპოზიციად ნუღარ ჩათვლიან. მან არც თავდაცვის კანონზე უნდა ილაპარაკოს და მით უფრო, არც როსტომ ჩხეიძეზე იაგო ხვიჩიამ. სირცხვილია, უბრალოდ, ხალხო. მან უნდა გაარჩიოს კოდექსი? არც იმის გარჩეული კოდექსი მინდა და არც ხუჭუჭა ირაკლი კობახიძის. ეს არის საქართველოს ტრაგედია, რომ ერთ მხარეს ჩანერგილი იაგო ხვიჩიაა და მეორე მხარეს კრემლზე მომუშავე ირაკლი კობახიძე. აი, ეს არის საქართველოს ტრაგედია და არა ის, რომ რეგისტრაციის დროს მისული კოლეგები, ადგილზე მისული კოლეგის ბარათი ვიღაცამ გაატარა არაკენჭისყრის დროს, ვიმეორებ. გამორიცხული იყო, რომ ორი დეპუტატი გაეტარებინა როსტომ ჩხეიძეს და სხდომა შემდგარიყო. თვითონ თქვა ახლა ვახო მეგრელიშვილმა, მაინც ვერ შედგებოდდა სხდომა,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა ტვ პირველის ეთერში.

 

,,და-ძმა ჩხეიძეებმა სხვის მაგივრადაც მაიჭირეს ხელი და ეხმარებოდნენ ქოცებს კვორუმის შექმნაში”- იაგო ხვიჩია

მსგავსი თემები