,,არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის”- გიორგი ვაშაძე

”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ პატიმრობის არ ეშინია. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისებაა.

,,ირაკლი კობახიძის მიერ დღეს ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადება, ჩემი, როგორც პირველ რიგში დასაჭერ ოპოზიციონერ ლიდერზე, არის ძალადობის მორიგი მუქარა და წახალისება, მით უფრო, როცა ტოლობას სვამს 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებსა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს შორის.

მან ვერ დამალა რეალური განზრახვა, მას სურს დაშინებული და დაპატიმრებული ოპოზიცია. დაშინებული ახალგაზრდობა და ქართველი ერი. მივმართავ კობახიძეს, არავის ეშინია არც თავდასხმის და არც პატიმრობის, რადგან მე გააზრებული მაქვს, რომ თქვენ საფრთხე ხართ არა ჩემთვის, არამედ საქართველოსთვის და ჩვენი შვილებისთვის!

სწორედ ამიტომ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას! კობახიძე გრძნობს პოლიტიკური დაისის მოახლოებას, რომ ქართველმა ხალხმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა მას, როგორც რუსს და გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც აუცილებლად გაფორმდება უახლოეს არჩევნებზე!

მე მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ! – წერს გიორგი ვაშაძე.

 

,,სამართლებრივი თვალსაზრისით, 5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა”- ირაკლი კობახიძე

მსგავსი თემები