კელი დეგნანმა საქართველოში ბოლო მიღება გამართა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბოლო მიღება გამართა. მან საქართველოს მტკიცე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა და უაღრესად მადლიერი ვარ იმ მტკიცე პარტნიორობისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ერთად გვეკეთებინა ამდენი რამ ქართველი ხალხისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, საქართველო არის საოარი ქვეყანა, სადაც მას მოუწია წლების გატარება.

„წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიური მისიის ხელმძღვანელობაში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში. მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი თემები