“ვაგნერი” უკრაინაში აღარ იბრძოლებს – კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, “ვაგნერი” უკრაინაში აღარ იბრძოლებს.

,,ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცეზე. ზარალი მიაყენეს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და კოსმოსურ ძალებს. ასევე  “ვაგნერი” აღარ მიიღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე. და ეს არის რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფი, რომელმაც იცოდა როგორ მიაღწიოს წარმატებას ნებისმიერ ფასად,”- განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები