მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა
მისი თქმით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი.
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ გადადგმულ ბოლო ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მცდელობებს, მაგრამ ვნახავთ, როგორი იქნება მოხსენება ზაფხულის შემდეგ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება იქნება მთავარი, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება წლის ბოლოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.