რუსეთმა საქმე აღძრა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სისხლის სამართლის საქმე ქართველი მებრძოლების წინააღმდეგაც აღიძრა.

„რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოპერატიულ სამსახურებთან ურთიერთობის შედეგად შეგროვდა მტკიცებულებები დაქირავებულთა მონაწილეობის შესახებ საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად 33 ქვეყნიდან 160 უცხოელი იმყოფება. მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა”, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში.

მსგავსი თემები