მიშა მშვიდაძეზე თავდამსხმელს პროკურატურამ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

 

მსგავსი თემები