ზახაროვას განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად

სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად.

,,ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია. ეს საგზაო რუკა მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყველაფერი კეთდება ყოველდღიურად, რომ ეს განხორციელდეს“, – განაცხადა ზახაროვამ.

 

მსგავსი თემები