„პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლი შეასუსტა, სუსტი პუტინი უფრო დიდი საფრთხეა“ –  ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ აჯანყებამ პუტინის რეჟიმი სერიოზულად შეასუსტა. მისივე შეფასებით, ევროკავშირი უფრო მაღალი რისკებისთვის უნდა მოემზადოს.

„შექმნილი კრიზისიდან პუტინი უფრო სუსტი გამოდის. სუსტი პუტინი კი უფრო  დიდი საფრთხეა. პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. არასტაბილური რუსეთი უფრო დიდი რისკია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე შეფასებით, ის მალე დაიწყებს იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, ვისაც ეჭვით უყურებს და ყველას მოუწოდებს უკრაინის მხარდაჭერისკენ.

„უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს. უნდა გაგრძელდეს სწავლება, უნდა გაგრძელდეს არმიის მოდერნიზაცია“ – აღნიშნა ბორელმა.

 

მსგავსი თემები