კობა კობალაძე და ქართული დელეგაციის წევრები უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს ეწვივნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მასპინძლებთან_ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ქ. ამსტელვენში, ნიდერლანდების სამეფოს ასისტენტი ძაღლების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა; გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს, მიმართულებებს და მიზნებს; ცენტრის ხელმძღვანელობამ, დეტალურად ისაუბრა ოთხფეხა დამხმარეების როლსა და მნიშვნელობაზე შშმ პირთათვის; ცენტრში გაწვრთნილი ძაღლები შშმ პირებს, მათ შორის, შშმ ვეტერანებს, განსაკუთრებით უსინათლოებს, დიდ დახმარებას უწევენ. ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქართველი სტუმრებისთვის, ასისტენტი ძაღლების სიმულაციური წვრთნაც ჩაატარა. მოგვიანებით, ქართული დელეგაცია, ქალაქ უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალსა და იქვე განთავსებულ ნიდერლანდების ეროვნული კატასტროფის ცენტრს…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ დაუშვა იარაღის გამოყენება უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც ”არღვევენ რესპუბლიკის საჰაერო სივრცეს”. შესაბამისი ცვლილებები ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს შეიტანა ”მთავრობის დადგენილებაში სახელმწიფო საზღვრის დაცვაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების წესის შესახებ.” ე.წ სასაზღვრო უსაფრთხოების დე ფაქტო ხელმძღვანელის, ვალერი ალიკანტის თქმით, „შეტანილი ცვლილებები იძლევა უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში იარაღის გამოყენების საშუალებას“. ,,გამონაკლისი არ არის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება”, – განაცხადა ალიკანტმა.

მეტი...

,,აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება”- სპეცოპერაცია გორში

ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს.  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვალერი თელიას განცხადებით, სპეცოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს. ,,სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება. როგორც ხედავთ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ მოქალაქეს ჩაუტარდა ჩხრეკა, აღმოჩენილ იქნა გარკვეული სახის ნივთიერება, რომელიც გაიგზავნება ექსპერტიზაზე. სხვა ლოკაციებზე კიდევ მიმდინარე პროცესია და დამატებით ინფორმაციას დღის განმავლობაში შსს-ს პრესსამსახური მოგახსენებთ”, –  განაცხადა ვალერი თელიამ.

მეტი...

სხეულზე მიმაგრებული და სამალავში მოთავსებული ოქრო – საქართველოში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანას ცდილობდნენ

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტები გამოავლინა. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის სამი ფაქტი გამოვლინეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული, არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა სატვირთო და მსუბუქ ავტომანქანებში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, ხოლო ერთ შემთხვევაში, ძვირფასეულობა ბრალდებულის მიერ გადმოტანილ იქნა სხეულზე მიმაგრებული სახით. ჯამში ამოღებულია 405 გრამი ოქროსა და 6…

მეტი...

მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს – მომღერალი ჰოსპიტალიზებულია

მედიის ინფორმაციით, 24 ივნისს მომღერალი მადონა უგონო მდგომარეობაში იპოვეს და ნიუ-იორკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, 64 წლის მომღერალი ინტუბირებული იყო მილის  მინიმუმ ერთი ღამით. ამჟამად, მომღერალი ფხიზლადაა და გამოჯანმრთელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს ”სერიოზული ბაქტერიული ინფექცია” განუვითარდა, რის გამოც მისი საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.

მეტი...

საპროტესტო აქცია პარიზში – დაკავებულია 150 ადამიანი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს 150 ადამიანი დააკავეს. მინისტრის ცნობით, დემონსტრანტების მერიის შენობებს, სკოლებსა და პოლიციის განყოფილებები თავს დაესხნენ. ცნობისთვის, პროტესტი პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 17 წლის მოზარდის გარდაცვალებას მოჰყვა. 17 წლის მოზარდი სამშაბათს ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მეტი...

სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს

გორის პარალელურად, სპეცოპერაცია ფონიჭალაშიც მიმდინარეობს. საპოლიციო მოქმედებები სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით,  რუსეთში წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა. მისი თქმით,  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგები გაურკვეველია. „ეს აჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში და რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ზის ისე მყარად სავარძელში. მე ვთვლი, რომ ის დასუსტებულია“, – განაცხადა შოლცმა. კანცლერის განცხადებით, რუსეთში ვითარება კვლავ დაძაბულია და გერმანია სიფრთხილით იმოქმედებს. მისივე თქმით, ხელმძღვანელობის შეცვლა შეიძლება, არ იყოს საუკეთესო ვარიანტი. „ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა პუტინის შემდეგ, უკეთესი თუ უარესი.  

მეტი...

კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოთხშაბათის განახლების თანახმად, ხერსონში ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. განახლების თანახმად, მხოლოდ შაბათს-კვირას 60-ზე მეტი ცხედარი იპოვეს. კახოვკას კაშხლის ნგრევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიული და ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში ათწლეულების მანძილზე. კატასტროფამ გაანადგურა მთელი სოფლები, დატბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები, ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის და სუფთა წყლის გარეშე დარჩა და მიაყენა უზარმაზარი ეკოლოგიური ზიანი.

მეტი...

პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს

,,არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ”სიენენთან” ინვტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კონტროლდებოდეს. ,,ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს, რაც არის პროპაგანდა. ყველა რუსი, რომელიც შემოდის საქართველოში, გავიმეორებ, საჭიროა, ეს კონტროლდებოდეს. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც გაურბის დღევანდელ რუსეთს, ნამდვილად არ არის პუტინის მომხრე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვიცით საფრთხეები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, არის ის, რომ…

მეტი...

თავდასხმა კრამატორსკზე –  დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, მათ შორის 14 წლის ტყუპი დები. მაშველებმა 11 ადამიანი გადარჩენა შეძლეს. სარაკეტო იერიშის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი მსოფლიოსგან გარიყული გახდა”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოსგან გარიყული გახდა, მაგრამ რთული სათქმელია, დასუსტდა თუ არა ის „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად. მისი თქმით, პუტინი უკრაინაში ომს აშკარად აგებს. „ძნელი სათქმელია, ნამდვილად. აშკარაა, რომ ის აგებს ომს ერაყში, ის აგებს ომს სახლში და გახდა გარიყული მთელი მსოფლიოსგან. ეს არ არის მხოლოდ ნატო, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირი, არამედ იაპონიაც“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტი...

გორის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება. დამატებითი დეტალები საპოლიციო მოქმედებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი რა შედეგსაც გამოიღებს”- გიორგი ჩალაძე

პუტინი დაღესტანში ჩაქანდა, კარგად იცის, მიშას ნათქვამი და გუშინდელი მიმართვა კავკასიელებისადმი რა შედეგსაც გამოიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. „ფუჭად დადის ბატონი პუტინი, ურჩევნია, მოემზადოს ჰააგაში სასჯელის მოსახდელად. ჩვენი რუსი „ქოცები“ კი რასაც დაიჭერენ, არავის გაუნაწილონ“, – წერს გიორგი ჩალაძე. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში  ჩრდილოეთ კავკასიის ერებისადმი მიმიმართვა გაავრცელა. „დრო მოვიდა”- მიხეილ სააკაშვილი ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს

მეტი...

„ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, დაკარგული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ცნობისთვის, წყალქვეშა ნავი „ტიტანი“, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესასწავლად 5 ადამიანი  გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 18 ივნისს გაუჩინარდა. როგორც ცნობილია, წყალქვეშა ნავი აფეთქდა, რის გამოც ხუთივე ადამიანი დაღუპულად გამოაცხადეს.

მეტი...

„არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი,  ახალი ფრონტი გამოსცადონ დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში“, – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა „სიენენთან“ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს არც რესურსი და არც  სურვილი გააჩნია, ახალი ფრონტი გამოსცადოს. „პუტინი არ მართავს დღეს ყველაფერს, და, რა თქმა უნდა, ვერ მართავს ომს უკრაინაში.  ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ, რომ არსებობს სამხედრო ზეწოლა, რადგან, პირველ რიგში, ჩვენთან არის სამხედრო ოკუპაცია, რაც მიმდინარეობს 2008 წლიდან და მანამდეც, სხვადასხვა ფორმით, 1991 წლიდან მოყოლებული. ორი რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ბაზებით. ასე რომ, იმის თქმა, რომ გვეშინია სამხედრო ოკუპაციის, არ ნიშნავს ბევრს. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი დღეს ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს,…

მეტი...

„გასაკვირი იყო, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ამბოხი ასე სწრაფად დასრულდა, ზეწოლის გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა „სიენენს“ ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთში სამხედრო ამბოხებაზეც ისაუბრა.  როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გასაკვირი იყო ერთდღიანი ამბოხება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. „გასაკვირი იყო ამბოხის ასეთი ფორმა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო პერიოდში დასუსტდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. საკმაოდ გასაკვირი იყო, როგორ მარტივადაა შესაძლებელი რუსეთის საზღვრის გადაკვეთა და მისვლა, პირველ რიგში, როსტოვამდე და შემდეგ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქებამდე“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მსგავის რამ რუსეთის რეჟიმს ახასიათებს. „ძალიან უცნაური იყო, რომ პრიგოჟინს შეუძლია, ენდოს პუტინს უსაფრთხოების გარანტიებში, მაშინ, როდესაც რუსეთის ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ხარ აჯანყებული, ან თუნდაც…

მეტი...

თბილისში 10 წლის ბავში დაიკარგა

თბილისში არასრულწლოვანს ეძებენ. 10 წლის ბავშვი ერისთავის ქუჩიდან გაუჩინარდა. ბავშვი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ძებნის ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია.

მეტი...