,,მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს”- ალუდა ღუდუშაური

,,მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს”,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, ძალადობაა, როდესაც მშვილდაძე უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას.

,,რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, ხაზს ვუსვამ – ყოველგვარი და ამაში იგულისხმება მათ შორის, მაგ ცრუპენტელას განცხადებები, როცა თავის ტელევიზიას იყენებს იმისთვის, რომ ხალხზე იძალადოს. ნუ დაავიწყდება, რომ ესეც ძალადობაა, როცა უშვერი სიტყვებით ლანძღავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ეხება მას, ბუნებრივია, ეს რისკები მან უნდა გაზომოს. ჩვენთვის ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყოველგვარი ძალადობა და როცა იმუქრება, რომ თურმე სასწაულებს ჩაიდენს და გააღრმავებს უფრო ამ ლანძღვა გინებას, მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რომ ცოტა ფოკუსი გაასწოროს და რამე არ შეეშალოს”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები