,,უკრაინის გამარჯვება გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას – ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება

,,უკრაინის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა. არანაირი გეგმა და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომ რაღაც ისეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა და როგორ წავიდა უკვე იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღესდღეობით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არაა. საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად. იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები,”- აცხადებს პაპუაშვილი.

 

რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ – საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები – ზელენსკი

მსგავსი თემები