,,ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილეებს უბიძგებდნენ თანამოქალაქეების მკვლელობისკენ, ეს სურდათ ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს”- პუტინი

ამბოხების ორგანიზატორები დანაშაულში მონაწილე პირებს თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ, ეს არის ის, რაც სურდათ რუსეთის მტრებს, ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს, მაგრამ არასწორად გათვალეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამბოხების ორგანიზატორებმა  თავიანთ ქვეყანას უღალატეს.

„მათ ესმოდათ, რომ წავიდნენ კრიმინალურ ქმედებებზე, რათა გაეტეხათ და დაესუსტებინათ ქვეყანა, რომელიც ახლა უპირისპირდება კოლოსალურ გარე საფრთხეს, გარედან უპრეცედენტო ზეწოლას. როცა ჩვენი თანამებრძოლები ფრონტზე იღუპებიან სიტყვებით – „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ამბოხების ორგანიზატორებმა უღალატეს თავიანთ ქვეყანას და დანაშაულში მონაწილე პირებს მოტყუებით სიკვდილისაკენ და თანამოქალაქეების მკვლელობისკენ უბიძგებდნენ. ეს არის ზუსტად ის შედეგი – ძმათამკვლელობა – რაც სურდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს და ქვეყნის ყველა სხვა მოღალატეს. მათ სურდათ, რომ რუსეთის სამხედროებს ერთმანეთი დაეხოცათ, რათა ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები დაღუპულიყვნენ, რათა საბოლოოდ რუსეთი დამარცხებულიყო, ჩვენი საზოგადოება გაყოფილიყო და ჩართულიყო სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები