,,ორ ბოდიშს ვითხოვთ”- შალვა პაპუაშვილი

,,ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე – ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი  ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

,,სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული კამპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა რომ თითქოს აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხით დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე – ბოდიშს მოველით ასევე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციების გავრცელება”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები