ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში – იენს სტოლტენბერგი

ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში. მნიშვენლოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ.

„ევროკავშირთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. დახმარება კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვნახეთ ახალი განცხადებები ევროკავშირის წევრების და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან დამატებით დახმარებაზე, ასევე, ის, რომ F-16 ავიაგამანდგურებლებზე პილოტების წვრთნა დაიწყო“, – გამანაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები