ლავროვის გარემოცვის  ქორწილის პროტესტისთვის დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის პროტესტისთვის დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.

ლაშა ფარულავა და გიორგი ლომიძე ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ მიმართ  საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

დაკავებულებს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

 

წყარო: მთავარი არხი

მსგავსი თემები