2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული მონაცემები 10 788 ერთეულით, ანუ 18.0 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები ჭარბობს, რომლებზეც გარდაცვლილთა, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი მოდის.

საქსტატის მონაცემებით,  ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები დომინირებს. 5-39 წლის ასაკში ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები ჭარბობს. 40 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის  სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები ჭარბობს.

მსგავსი თემები