,,სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი”- ალეკო ელისაშვილი

სტრასბურგმაც დაგვიდასტურა, რომ სააკაშვილს ზნე არ უცვლია, ის არის ერთი თაღლითი და მავნებელი კაცი, რომელსაც საქართველო და მისი ინტერესები საერთოდ არ ადარდებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეი სააკაშვილი ”ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია.”

„წელიწადნახევარი ის და მისი დამქაშები აწვალებდნენ საქართველოს ტყუილით, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, დემენცია ჰქონდა, ვერ ლაპარაკობდა და ხელიები უკანკალებდა. სააკაშვილი ჩვეულებრივი აფერისტი და სიმულიანტია. მთელი მედია ამას იყო აყოლილი დ წელიწად ნახევარი სხვა არაფერი არ იყო, რომ თურმე კოსმოსიდან ასხივებდნენ, ასე უშვრებოდნენ ისე უშვრებოდნენ და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი თაღლითია. ამ სიტუაციუდან ვინ მოიგო? ქართულმა ოცნებამ იმიტომ, რომ მეტი სალაპარაკო არ უყო. წელიდადნახევარი იყო სააკაშვილი, სააკაშვილი. კარგი დიეტოლოგივით დამდევდნენ ჟურნისტები, რომ რა სჭირს. მე რა ვიცოდი სააკაშვილს რა სჭირდა. მსაყვედურობდნენ, რიმ რატომ არ შედიხარ, რომ მომენახულებინა რა დიაგნოზი უნდა დამესვა? ჩამოვიდა ჯგუფი სტრასბურგიდან შეუსწავლეს და ნახეს, რომ არაფერი არ სჭირს ამ კაცს და მშვენიერ პირობებშია. კიდევ ერთხელ დასტურია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერი როგორი მავნებლები არიან ამ ქვეყნის მიმართ,”- განაცხადა ელისაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

მსგავსი თემები