ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ამაღლების ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის რკინის კონსტრუქციაში ჩავარდნილი კნუტები გადაარჩინეს. მაშველებმა კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და ერთ-ერთი ბინის თაბაშირ-მუყაოს კედლის გამოჭრის შემდეგ, უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

,,შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის მოქალაქეებს, რომელთა მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები