ამერიკელი ჩინოსანი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი,  „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი  მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან.

მაიკ პენსი ბუჩასა და ირპენშიც იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკე.

„აქ პირადად ჩამოსვლა, უკრაინელი ჯარისკაცების გმირობის უშუალოდ დანახვა… ხალხის გმირობის დანახვა ირპენში… იმ ოჯახების ნახვა, რომელთა სახლები ფაქტობრივად დაბომბეს, მიძლიერებს სურვილს, ჩემი წვლილი შევიტანო, გავაგრძელო ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის მოწოდება ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.

მისი თქმით, უკრაინელების დახმარება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს.

„მე აქ იმიტომ ვარ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკელმა ხალხმა გაიგოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი და რამდენად არის უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში“, – აღნიშნა პენსმა.

 

მსგავსი თემები