დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ”ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, რუსეთის დუმამ რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ “ორმაგი მოქალაქეობის” შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

დოკუმენტის გათვალისწინებით,  ”ერთი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე ქვეყნის მოქალაქეობა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.”

გამოცემის ცნობით, ხელშეკრულებით დაურეგულირებელ ნაწილში მოქალაქეობის მიღება და შეწყვეტა ხორციელდება თითოეული მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი ეს არის 2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში მოეწერა.

მსგავსი თემები