ადგილობრივ ხელმოცარულებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, ადგილობრიც ”ხელმოცარულებს” კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

,,ჩვენს ადგილობრივ ხელმოცარულებს, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჯგუფი ჩამოვიდა, რათა სანქცია დაედო ქვეყნისთვის ან ვემხილებინეთ, რომ რომელიმე ქვეყანა ცდილობდა, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო გამოეყენებინა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ,”- განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით,  ოპოზიცია აქცენტირებულია, საზოგადოებაში განხეთქილება და ქაოსი შეიტანოს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და შექმნას განცდა, თითქოს საქართველო არ იზიარებს და არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს.

მსგავსი თემები