რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არის მსხვერპლი

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

,,რუსეთის  ჯარმა კიდევ ერთხელ გადაწვა ქალაქის საცხოვრებელი კვარტალი. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულება, სამსახურებრივი მანქანა, ასევე საქალაქო სკოლა, სადაც განლაგებული იყო „უძლეველობის წერტილი. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. 34 და 51 წლის მამაკაცები კიდურებისა და სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს,“- აცხადებს პროკუდინი.

მსგავსი თემები