2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით 18 დეპუტატს არ უსარგებლია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მანძილზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 18 წევრს.

დეპუტატებს შორის, რომლემსაც სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია, 10  უმრავლესობის წევრი იყო: ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი,გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.

ხოლო 8 ოპოზიციის დეპუტატი: გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი.

პლენარულ სხდომაზე  ყველაზე მეტი გამოსვლა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძეს (242) ჰქონდა, ხოლო ოპოზიციიდან რომან გოცირიძეს (93). პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა  ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა).

ამასთან, მათივე ცნობით, საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782.93 ლარი დაიხარჯა. ხოლო პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 68 704.69 ლარი დექვითა.

 

 

მსგავსი თემები