რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის მხარდამჭერია და სანქცირებულ ტვირთებს აწვდის

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მმართველ გუნდს რუსეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო რუსეთის მხარდამჭერია  და „პარალელური იმპორტით“ რუსეთში სანქცირებულ ტვირთებს აგზავნის.

„სანქციებზე მომუშავე ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას წინ უძღოდა ამავე ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება საქართველო, თურქეთი, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ყაზახეთი.  ჩავიდნენ იქ, სადაც არსებობდა ეჭვი. დღეს უკვე ისინი სომხეთში იმყოფებიან. რატომ არ ჩადიან ლატვიაში ან ლიეტუვაში ან ესტონეთში?“ – აღნიშნა გოცირიძემ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, თუ სტატისტიკას გადავხედავთ  ყველაფერი აშკარაა.

„წარმოუდგენლად არის გაზრდილი იმპორტი სომხეთში, ასევე სომხეთიდან რუსეთში. ისევე როგორც საქართველოდან დსთ- ს იმ ქვეყნებში, სადაც რუსეთს აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. საქართველოს ტერიტორია თურქეთიდან და ასევე ზღვით არის გამოყენებული რუსეთისთვის საქონლის მისაწოდებლად. ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე იყვნენ ჩამოსული და ის, რომ საჯაროდ არ აცხადებენ, რომ საქართველო არის რუსეთის მხარდამჭერი ამ ე.წ პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებისას სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასაჯარო საუბრებში ეს აღნიშნული არ იყო“ – აღნიშნა გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები