კრემლს არ აქვს ინფორმაცია პრიგოჟინის ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ.

,,მე არ მაქვს ეს ინფორმაცია”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

პესკოვმა კომენტარი არ გააკეთა, მოსალოდნელია თუ არა სამართალდამცავი და სამხედრო ჩინოვნიკების გადადგომა, რომლებიც ან პირდაპირ ესაუბრა პრიგოჟინს, ან ინარჩუნებდნენ მასთან კავშირის სხვა წყაროებს.

„ეს კითხვა უბრალოდ სცილდება ჩემს უფლებამოსილებებს“,- დასძინა პესკოვმა.

მსგავსი თემები