სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. სააკაშვილი სარჩელში ითხოვდა, აღიარებულიყო მისი უფლებების დარღვევა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ (საჩივარი №8113/18) გადაწყვეტილებაში ერთხმად გამოაცხადა განცხადება დაუშვებლად. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლოს განმარტებით, 2019 წლის მაისის შემდეგ, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა,  ხელს არაფერი უშლიდა უკრაინაში საჩივრების შეტანაში.

 

 

 

მსგავსი თემები