კაცი, რომელმაც ცოლი მოკლა და დაანაწევრა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პეტერბურგის მცხოვრები, სერგეი პეტუშკოვი, რომელმაც ცოლი მოკლა და დაანაწევრა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდა გაუფრთხილებლობით სიკვდილის მიყენებაზე.

სასამართლომ  სასჯელის სახით გამასწორებელი შრომის სახით წელიწად-ნახევარი ვადით, სახელმწიფო შემოსავალზე ხელფასის 10%-ის გამოქვითვით დააკისრა.

გასული წლის მაისში პეტუშკოვი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა.  თებერვალში კაცმა ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც მან თავი კედელს მიარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი ქალის ცხედარი დაანაწევრა და გადამალა.

მსგავსი თემები