,,სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და არასწორია“- რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკი რუსეთის ძალების მიერ კაშხლის აფეთქებას ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთისთვის ახალი ფსკერი იქნება, თუ დადასტურდება, რომ სწორედ რუსული ძალები არიან პასუხისმგებელნი უკრაინულ კაშხალზე თავდასხმაზე.

„მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა. არის ის, რომ თუ ეს არის მიზანმიმართული, ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი თავდასხმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დაწყების შემდეგ და უბრალოდ. ასახავს ახალ ფსკერს, რაც ჩვენ დავინახეთ რუსული აგრესიისგან. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შემზარავი და არასწორია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები