ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი რამდენიმე დღის წინ, გურიაში საქანელადან ჩამოვარდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახმა ბავში შემოწმებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, სადანაც მალევე გაწერეს.

ამის შემდგომ ბავშვი წალენჯიხაში, ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა. სწორედ  იქ დაკარგა გონება მოზარდმა და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები