,,ხაბე, შენკენ ვარ“- ირაკლი ზარქუა

,,რას უწუნებს ჯაფარიძე ჩემს ხაბეს, რა არ მოსწონს? ხაბე არის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მას მოუწევს გაერთიანება ჩემს ხაბესთან, ისევე როგორც „ტროიკას“ და ერთად შეუტევენ 2024-ში,” – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ჯაფარიძის განცხადებას.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის, როგორ მუშაობდნენ, რას საქმიანობდნენ და რას აკეთებდნენ.

,,მესმის ბადრი ჯაფარიძის, ცალკე უნდა, სადაც მთელი ეს პერიოდი საბოტაჟს უწევდი ქართულ პარლამენტს, „ნაცების“ დაკრულზე დადიოდი, ახლა არ მოგწონს და ახლა ემიჯნები? ჩემთვის ყველა ერთნი არიან, ყველას ერთნაირი ხელწერა აქვს. მშვენივრად თანამშრომლობდა თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბატონი ხაზარაძე, ახლა არ მოსწონს? ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის, როგორ მუშაობდნენ, რას საქმიანობდნენ და რას აკეთებდნენ. ჩვენთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო 2020-ის არჩევნები, საბოტაჟს რომ უწევდნენ ქართულ სახელმწიფოს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა. იციან, რომ ესენი არიან ლუზერები, მწვალებლები და ახლა უნდათ, რომ გაემიჯნონ, არა, ბატონები, გაემიჯნები ვერ გადალახავ ბარიერს, დარჩები, მოგიწევს, მოუწევთ ჩემს ხაბესთან თანამშრომლობა, ხაბე, შენკენ ვარ“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა: ”ისეთი გაერთიანების შექმნა არის გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები.”

მსგავსი თემები