აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი – ბოკუჩავა ,,ოცნებაზე”

აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი, – განაცხადა ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში, დღეს გაუქმებულ სხდომებთან დაკავშირებით.

„ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს.

აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი პარლამენტის შენობიდან, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები