მაშველები ნავებით გადაადგილდებიან და სახლებში ცოცხლად ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ – ვითარება უკრაინაში  

უკრაინაში ვითარება უკიდურესად მძიმეა. კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგები ყოველდღიურად მძიმდება. მთლიანად წყლით არის დაფარული 15 სოფელი, სადაც ძირითადად კერძო სახლები იყო. ხოლო იქ, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები იდგა, წყლის დონემ მესამე სართულამდე მიაღწია. მსხვერპლი და ზარალი საკმაოდ დიდია. დახოცილია შინაური ცხოველები. მაშველები ნავებით გადაადგილდებიან და სახლებში ცოცხლად ჩარჩენილ ადამიანებს ეძებენ.

მსგავსი თემები