,,გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო – რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ”- ზურაბ ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრების, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის პროცესი მიმდინარეობს.  როგორც ჯაფარიძე წერს,  მის წინააღმდეგ საქმე  ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით არის აღძრული.

,,გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო. ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა – ‘მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …’ – ამას რატომ არ დაემრჩილეთ და არ დაიშალეთო რა ბელორუსი, ნიკარაგუა ვართ”- წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი მარტის აქციების დროს დააკავეს.

მსგავსი თემები