,,რუსული ბოროტება ატერორებს და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, უკრაინელები ვიცავთ სიცოცხლეს”- ზელენსკი

,,მაშინ, როცა რუსული ბოროტება ატერორებს და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ყველა ცოცხალი არსების გადასარჩენად,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოსიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

მისი თქმით, უკრაინელები სიცოცხლეს იცავენ.

,,რუსეთის მეირ კახოვას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და სხვა სტრუქტურების განადგურების შემდეგ ათასობით და ათიათასობით ცხოველი წყალდიდობაშია ჩარჩენილი. ჩვენ გვახსოვს, რომ ჰუმანურობა ნიშნავს ზრუნვას, არა მხოლოდ ერთმანეთზე, არამედ ყველა ცოცხალ არსებაზე. ჩვენ უკრაინელები ვიცავთ სიცოცხლეს. მადლობა ყველას დახმარებისთვის,”- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები