,,მოწმენი გავხდით, როგორ ასამართლებდნენ ჩვენს მოძღვარს” – ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვრის წერილი

ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი) ღია წერილს ავრცელებს. ვრცელი წერილით სასუპიერო პირი ერთ-ერთ გადაცემის სიუჟეტს ეხმიანება.

,,24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა. წელს 30 წე­ლი შეს­რულ­და, რაც ის ალა­ვერ­დე­ლი მღდელ­მთა­ვა­რია. ეს, რა თქმა უნ­და, არ იცოდ­ნენ ერ­თ-ერ­თი ტე­ლე­ვი­ზიის „მე-17 სარ­თულ­ზე“, ისე გა­მოუგ­ზავ­ნეს „სა­ჩუ­ქა­რი“, თუმ­ცა ეს ეკ­ლია­ნი სა­ჩუ­ქა­რია.  ამ წე­რილს, ვი­ცი, რომ ელო­დე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მია­ნი, ვინც იც­ნობს მეუ­ფე და­ვითს და გა­და­ცე­მა „მე-17 სარ­თულ­ზე“ ალა­ვერ­დე­ლი მღვდელ­მთავ­რის გა­სა­მარ­თლე­ბად აღიქ­ვა. 

„გა­სა­მარ­თლე­ბა” არ მო­გეჩ­ვე­ნოთ გა­და­ჭარ­ბე­ბულ შე­ფა­სე­ბად. დიახ, ჩვენ მოწ­მეე­ბი გავ­ხდით, თუ რო­გორ ასა­მარ­თლებ­დნენ ჩვენს მოძ­ღვარს, რომ­ლის გვერ­დი­თაც, მე პი­რა­დად, სულ ცო­ტა, 33 წე­ლია, რაც ვარ და ყო­ველ­დღიუ­რად ვუ­ყუ­რებ მის თავ­გან­წირ­ვას ამ ქვეყ­ნის­თვის. აქ­ვე დავ­ძენ, რომ ასე­თი სუ­ლის­კვე­თე­ბის სა­სა­მარ­თლოე­ბით ამ­ზა­დე­ბენ ქვე­ყა­ნას იმ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რომ­ლის შემ­დე­გაც, და­საშ­ვე­ბია, გა­მო­ძიე­ბის გა­რე­შე დახ­ვრე­ტაც კი მიუ­სა­ჯო სა­სუ­ლიე­რო პირს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ასე­თი მძი­მე დრო ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ერ­თხელ უკ­ვე გაია­რა…

გა­და­ცე­მის სიუ­ჟეტ­მა და დის­კუ­სიამ ბევ­რი რამ გა­მახ­სე­ნა, მთე­ლი ჩვე­ნი მო­ნას­ტრის ცხოვ­რე­ბა მეუ­ფეს­თან ერ­თად თვალ­წინ და­მიდ­გა. ბიბ­ლიუ­რი ის­ტო­რიე­ბიც ამო­ტივ­ტივ­და მეხ­სიე­რე­ბა­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი ამ­ბე­ბიც… ერ­თი ლოც­ვა კი, რო­მე­ლიც ფრაგ­მენ­ტია დი­დი პა­რას­კე­ვის მაც­ხოვ­რის ჯვარ­ცმის ლოც­ვი­დან – „ე­რო ჩე­მო, რაი შე­გა­წუ­ხე შენ“, – გა­ნუწ­ყვეტ­ლივ გო­ნე­ბა­ში მიტ­რია­ლებ­და,”- ნათქვამია წერილში.

როგორც ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი აღნიშნავს, 1995 წლი­დან, მეუ­ფე და­ვი­თის კურ­თხე­ვით  აღ­დგა დე­და­თა მო­ნას­ტე­რი.

,,1990 წელს, რო­დე­საც ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი ეკ­ლე­სიას დაუბ­რუნ­და, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს­-პატ­რიარ­ქის კურ­თხე­ვით აქ მო­ვი­და ერ­თი მღვდელ­-მო­ნა­ზო­ნი, რო­მელ­მაც, მარ­ტო­კაც­მა, მთა­ვა­რი, რაც შეძ­ლო (ის აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლია) – აღად­გი­ნა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა. გა­რე­მო კი, რო­მე­ლიც მას აქ დახ­ვდა, ბიბ­ლიის სიტ­ყვე­ბით შეიძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სია­თოთ – იყო „სა­ძა­გე­ლი მოოხ­რე­ბი­სა“.  1995 წლი­დან, მეუ­ფე და­ვი­თის კურ­თხე­ვით აქ აღ­დგა დე­და­თა მო­ნას­ტე­რი. იგი­ვე „სა­ძა­გე­ლი მოოხ­რე­ბი­სა“ დაგ­ვხვდა ჩვენც. მას შემ­დეგ გვაქვს ღვთის­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი პა­ტი­ვი, აქ და­ვემ­კვიდ­როთ და ვიშ­რო­მოთ სუ­ლიე­რად, ფი­ზი­კუ­რად და ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რად. სულ მა­ლე გახ­დე­ბა 30 წე­ლი, რაც ამ მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობთ,”- ნათქვამია წერილში.

იღუმენია იოანას თქმით, სიუ­ჟე­ტი ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი გულ­მოდ­გი­ნედ ეძებ­და რა­კურსს, საი­და­ნაც ნაჩ­ვე­ნებ ტა­ძარ­ზე უნ­და თქმუ­ლი­ყო, რომ ის­ტო­რიუ­ლი სტო­ვის აღ­დგე­ნამ და გამ­ყო­ფი კედ­ლის უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბამ დააკ­ნი­ნა ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა.

,,ჩემ­თვის ძა­ლიან სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და აღ­ვნიშ­ნო ერ­თი ფაქ­ტი. გა­დამ­ღებ ჯგუფს, რო­მელ­მაც ეს სიუ­ჟე­ტი მოამ­ზა­და, შუამ­თა­ში რომ მობ­რძან­და, დახ­ვდნენ მო­ნაზ­ვნე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სხვა უთ­ვა­ლავ სტუ­მარს. ჯგუ­ფის ერ­თ-ერ­თმა წევ­რმა მო­ნა­ზონს უთ­ხრა, თუ შეიძ­ლე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძეე­ბის საფ­ლა­ვებს გა­და­ვი­ღებ­თო. ცხა­დია, ხე­ლი არა­ვის შეუშ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ადა­მია­ნე­ბი სრუ­ლიად სხვა გან­ზრახ­ვით ყო­ფი­ლან მო­სუ­ლე­ბი (თუმ­ცა შეიძ­ლე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძეე­ბის საფ­ლა­ვე­ბიც აინ­ტე­რე­სებ­დათ). ჩვენ­გან ფა­რუ­ლად, თურ­მე, ამ­ზა­დებ­დნენ სიუ­ჟეტს, რომ­ლი­თაც ზურ­გში უნ­და დაერ­ტყათ მახ­ვი­ლი. ასე­თი გან­ცდა დაგ­ვრჩა ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ. 

ახალ შუამ­თა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სიუ­ჟე­ტი ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი გულ­მოდ­გი­ნედ ეძებ­და რა­კურსს, საი­და­ნაც ნაჩ­ვე­ნებ ტა­ძარ­ზე უნ­და თქმუ­ლი­ყო, რომ ის­ტო­რიუ­ლი სტო­ვის აღ­დგე­ნამ და გამ­ყო­ფი კედ­ლის უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბამ დააკ­ნი­ნა ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ასეთ გა­და­სა­ღებ სივ­რცედ შეირ­ჩა ჩრდი­ლოე­თი მხა­რე, ტაძ­რის გარ­შე­მო­სავ­ლე­ლი ტა­ძარ­სა და კე­დელს შო­რის. ახ­ლო რა­კურ­სით ამ ხე­დის ჩვე­ნე­ბი­სას ით­ქვა, რომ „და­პა­ტა­რავ­და ტაძ­რის აღ­ქმა და დაკ­ნინ­და მი­სი მას­შტა­ბი“. სა­მი სხვა მხა­რე – სამ­ხრე­თი, და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი და ყვე­ლა სხვა რა­კურ­სი, რომ­ლი­და­ნაც მთე­ლი სიც­ხა­დით ჩანს შუამ­თის ტაძ­რის მშვე­ნიე­რე­ბა, არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კად­რში. „საუ­კე­თე­სო დაკ­ნი­ნე­ბის­თვის“ ვი­ღა­ცის მიერ წვი­მიან ამინ­დში ტაძ­რის შე­სას­ვლელ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი უბად­რუ­კი ქოლ­გაც ახ­ლო კად­რით იქ­ნა გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ამ ჯგუ­ფის მი­ზა­ნი იყო ტა­ძა­რი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლად წარ­მოე­ჩი­ნათ. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ძა­ლიან ეცა­და სწო­რედ ეს გან­ცდა დარ­ჩე­ნო­და მა­ყუ­რე­ბელს!”- ნათქვამია წერილში.

ფოტო: ipress.ge

მსგავსი თემები