,,ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო”- გიორგი მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის ინტერესებს იცავდა. როგორც გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარა აზიანებს.

,,ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება. რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ.

,,ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის  საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას”- ”ქართული ოცნება”

მსგავსი თემები