ყოფილი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის ნიკოლოზ ლაჩაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

სასამართლომ ნიკოლოზ ლაჩაშვილს, რომელმაც ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ხევში გადააგდო, პატიმრობა მიუსაჯეს.

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა პროკურატურა მოთხოვნა პატიმრობასთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქიატრიული პაციენტია და კლინიკაშიც მკურნალობდა.

31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა 27 წლის ყოფილი მეუღლე მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი თემები