პუტინი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს და აცხადებს, რომ ეს სახიფათო ფსონია

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. საუბარი უკრაინის კატასტროფას, კერძოდ კი კახოვკის ჰესის აფეთქებას ეხებოდა.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რაიონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“ , – აღნიშნულია პუტინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა და კაშხლის აფეთქების საკითხზე ოთხმხრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა გამოხატა, რომელშიც თურქეთის უკრაინასა  და რუსეთთან ერთად, გაეროც ჩაერთვება.

კახოვკაში კაშხლის აფეთქებამ 5 000 სახლი წყლის ქვეშ მოაქცია,  წყალმა დაფარა 13 სოფელი, 50 000-ზე მეტი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

მსგავსი თემები