,,აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლისღვრა, კონფლიქტი უნდა გაიყინოს”- სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი  ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ”რუსეთს არ სჭირდება სხვისი ტერიტორიები, რეგიონები, სადაც  მოსახლეობას რუსეთთან თანაცხოვრება არ უნდა”.

„აი, ინდონეზიამ კარგი გეგმა შემოგვთავაზა. მე ხელს ვაწერ ამას, ამაზე ერთი წელია, ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა შეწყდეს სისხლისღვრა. ეს კონფლიქტი უნდა გაიყინოს იქ, სადაც ახლა არის გაჩერებული. მოდი,  ჩავატაროთ რეფერენდუმები და ხალხმა გადაწყვიტოს, სად უნდა ცხოვრება. რუსეთს არ სჭირდება სხვისი ტერიტორიები, რეგიონები, სადაც  მოსახლეობას რუსეთთან თანაცხოვრება არ უნდა“, – აცხადებს სიმონიანი.

 

მსგავსი თემები