,,მტერი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს”- მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. მისი თქმით, კიევს სხვა არჩევანი არ აქვს.

„მტერი დიდი ხანია, გვპირდება დიდ კონტრშეტევას და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. უნდა შეუტიოს. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

მსგავსი თემები