კახოვკის ზოოპარკის დატბორვას ყველა ბინადარი ემსხვერპლა

ოკუპირებულ ნოვაია-კახოვკაში, კაშხლის აფეთქების შედეგად ზოოპარკი “კაზკოვა დიბროვა” მთლიანად დაიტბორა. დატბორვის შედეგად ზოოპარკის ყველა ბინადარი დაიღუპა.

,,მხოლოდ გედებსა და იხვებს შეეძლოთ გაქცევა”, – წერს ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია UAnimals.

აღნიშნულის შესახებ  UAnimals-მა ზოოპარკის ხელმძღვანელობის წყაროსგან შეიტყო, რომელიც ანონიმური დარჩა უსაფრთხოების მიზეზების გამო.

“ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, გადაგვერჩინა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზოოპარკი. ახლა ის აღარ არსებობს.” – თქვა ანონიმურმა წყარომ.

უკრაინის სამხრეთ ოპერატიული სარდლობამ 6 ივნისს დილით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ააფეთქეს კახოვკას კაშხალი, რამაც გამოიწვია მდინარე დნიპროს ქვემოთ სოფლების მასიური დატბორვა.

მსგავსი თემები