ოკუპირებული ყირიმი უწყლოდ იქნება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში – დანილოვი

რუსებმა ყირიმს მტკნარი წყალი წაართვეს კახოვკას ჰესის აფეთქებით. უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულის წყალმომარაგება ფიზიკურად შეუძლებელი გახდება – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა  განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება.

,,შეუძლებელი იქნება ყირიმისთვის წყლის მიწოდება მომდევნო სამი, ხუთი, ათი წლის განმავლობაში, სანამ ეს კაშხალი არ აშენდება“,- აცხადებს დანილოვი.

მსგავსი თემები