,,ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება”- ვოლსკი კახოვკაზე

,,ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

უმრავლეესობის წევრს კითხვა დაუსვეს არის თუ არა ტერორისტული აქტი რუსეთის მიერ ნოვა კახოვკას ჰესის აფეთქება.

,,ამას ტერორისტული აქტი რომ დაარქვა, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ ან სამხედრო წესების სტანდარტს. აქედან გამომდინარე მიმართა საქართველოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს, რაც სხვათა შორის მოლდოვას არ გაუკეთებია,”- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები