„ევროპულ საქართველოს“ სურს, ისე არიოს ვითარება, თავად მოვიდეს ხელისუფლებაში“ – შალვა პაპუაშვილი

„ევროპული საქართველოსთვის“ ევროკავშირი მხოლოდ ერთი რამით არის საინტერესო, რომ კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იყოს როგორც ინსტრუმენტი ვითარების არევისა და დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლების მოპოვებისთვის“ – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას საპასუხოდ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბოკერიას თქმით, ხელისუფლება პროდასავლური არ არის და თუ ის არ შეიცვლება, კანდიდატის სტატუსი ვერაფერს უშველის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს,  „ევროპული საქართველო“ 2012 წლამდე ხელისუფლებაში იმყოფებოდა და ვერც კი შეძლო, რომ ასოცირების შეთანხმება ბოლომდე მიეყვანა.

„პირიქით, წინააღმდგეგობას უწევდა ზუსტად ევროპული ინტეგრაციის გზას. ასეთი პოლიტიკური ძალებისგან ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი გამოყენებულია ინსტრუმენტად ხელისუფლების ბრძოლისთვის. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირს აქვს, რომ რიგ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც, სამწუხაროდ, მფარველები ჰყავთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და თანამებრძოლები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებში.  ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში ევროპას ინსტრუმენტად იყენებენ ხელისუფლების შეცვლისთვის“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები