გერმანიაში 4 ქართველი დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში 4 ქართველი დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ოთხივე  მათგანი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მედიის ცნობით, ქართველებს არ გააჩნდათ საჭირო ბინადრობის ნებართვა, რომელიც დასაქმების საშუალებას მისცემდა. ქართველების წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება უკანონო ბინადრობის/არალეგალური დასაქმების გამო და ჩაერთო ეიზენჰუტენშტადტის ცენტრალური საიმიგრაციო ოფისი. დამსაქმებლის მიმართ გამოძიება გრძელდება.

მეტი...

მერია უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს – ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება. მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება. „ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.…

მეტი...

ნოვა კახოვკაში ჰესის აფეთქების შემდეგ მინიმუმ 7 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ხერსონში რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დატბორვის შემდეგ დაკარგულად, სულ მცირე, 7 ადამიანი მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას ნოვა კახოვკაში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი ვლადიმირ ლეონტიევი ავრცელებს. “ჩვენ ახლა ვიკვლევთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს ადამიანები ასევე ევაკუირებული იქნა წყალდიდობის ზონებიდან, რომლებიც აღარ არსებობს – კუნძულებიდან. იქ მწყემსები იყვნენ… დაახლოებით შვიდი ადამიანი, რომელსაც დანამდვილებით ვიცნობთ”, – ციტირებს ინტერფაქსი.

მეტი...

,,ვრცელდება დეზინფორმაცია გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით”- გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. „სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია 2023 წლის გამოცდების დაწყების თარიღთან დაკავშირებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებსა და სხვა გამოსაცდელებს, არ დაეყრდნონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და იხელმღვანელონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალური ვებგვერდით www.naec.ge. ამ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცდების განრიგი, ინფორმაცია საგამოცდო ბარათების შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. აქვე შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

,,პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა გაუმართლებელი და მიუღებელია”- ”ქართული ოცნება”

,,პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია,”-  ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. ,,მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 15 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და ამავე მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1980 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა გ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას…

მეტი...

პრეზიდენტის ქმედებების გამო, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს – ”ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებების გამო, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც. ,,საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ…

მეტი...

,,ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის  საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას”- ”ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.   ,,ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად,…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით,  საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 10:24 საათზე, თიანეთთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ქმედებები საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას

„ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს“ – აცხადებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოში და ვრცელ განცხადებას ავრცელებენ. „რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების…

მეტი...

„ადამიანი მარტივად ხედავს კანში ჩაჭედილ ტკიპას“ – ზაფხულის მძიმე ინფექციები, რომლის ლეტალობა მაღალია

ზაფხულში, სიმწვანეში გასვლასთან ერთად, ინფექციური დაავადებების რისკის იზრდება. ერთ-ერთი ასეთი დაავადება, რომელიც ძირითადად ტკიპებისგან ვრცელდება, არის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც გარდაცვალებას იწვევს. აღნიშნულ პრობლემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადება საკმაოდ საშიშია. „ზაფხულის სეზონს უკავშირდება ტკიპებით გადამდები დაავადებების აღმავლობა და ერთ-ერთი ასეთია ბორელიოზო, ე.წ. ლაიმის დაავადება. სამწუხაროდ, გვაქვს ერთეული შემთხვევები ყირიმ-კონგოს ცხელების, რომელიც ასევე ტკიპებით გადადის. ამიტომ, თუ ბუნებაში ვართ, ქვედა კიდური მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული – გვეცვას წინდა და გრძელი შარვალი, რომ კანთან კონტაქტი არ იყოს. ყირიმ-კონგო ის დაავადებაა, რომლიც ერთეული შემთხვევებიც კი საგანგაშო…

მეტი...

რა თანხად გაიყიდა ნაგვიდან ამოღებული ბრიტნი სპირსის ორსულობის ტესტი?!

ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავის, მომღერალ ბრიტნი სპირსის ორსულობის ტესტი აუქციონზე გაიტანეს. ტესტი, რომელიც  ლოს ანჯელესში, ერთ-ერთი სასტუმროს ნაგვის ურნაში იპოვეს, აუქციონზე მოხვდა და 5 000 დოლარად გაიყიდა. ტესტი ნაგვის ურნაშ სასტუმროს პერსონალმა იპოვა და არ გადაადგო.

მეტი...

სტიქია კახეთში – მოგლეჯილია ხეები, ელექტროსადენები და განადგურებულია მოსავალი

კახეთში ძლიერი სტიქია ისევ განმეორდა.  წვიმამ და ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. მოგლეჯილია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზები, განადგურდა ხეხილი, ინფრასტრუქტურა, საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანდა ავტომანქანები.

მეტი...

„არ მივატოვებთ და დავეხმარებით უკრაინას“ –  ჯო ბაიდენი

უკრაინაში ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტიც აკეთებს და აცხადებს, რომ უკრაინას აშშ-ის მხარდაჭერა მუდმივად ექნება. „ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები. გადარჩენილი მოსახლეობა დარჩენილია უწყლოდ.  სულ მცირე 150 ტონა მანქანის ზეთი ჩაიღვარა მდინარე დნეპრში, არსებობს 300 ტონაზე მეტის გაჟონვის რისკი.

მეტი...

აშშ-ში ფიქრობენ რომ უკრაინის კაშხალი რუსეთმა გაანადგურა, თუმცა კტასტროფას იკვლევენ

თეთრს სახლში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა მხარემ გაანადგურა. ამის მიუხედავად, შტატები გეგმავს, მოიკვლიოს და ბოლომდე დაადასტუროს აღნიშნული ფაქტი. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის თქმით, აშშ ყოველ ღონეს ხმარობს, რათა შეაფასოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამნაშავე არის რუსეთი. მისივე ინფორმაციით, სადაზვერვო მონაცემებით, სწორედ რუსეთმა გაანადგურა კაშხალი და ამ მონაცემების გასაჯაროებას სამშაბათს შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის ნაკადს მიაქვს ყველაფერი, სახლების ჩათვლით. დაიხრჩო შინაური ცხოველები. გადარჩენილი მოსახლეობა დარჩენილია უწყლოდ.  სულ მცირე 150…

მეტი...

„მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“ – „ვაგნერი“

უკრაინულ არმიაში ქაოსსა და მოუწესრიგებლობასთან დაკავშირებით სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ისევ საუბრობს. როგორც ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, დიდი ალბათობით, რუსეთი ტერიტორიების ნაწილს დაკარგავს. „მართვა არ არსებობს, დაგეგმარება არ არსებობს, მომზადება არ არსებობს, ურთიერთპატივისცემა არ არსებობს, წესრიგი არ არსებობს. სერიოზულ დანაკარგს განვიცდით.  დიდი ალბათობით,  დავკარგავთ ტერიტორიების ნაწილს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტს საყოველთაო მობილიზების გამოცხადება მოსთხოვა. „თუ არმია ისევ უკან დაიხევს, მოწინააღმდეგის უკონტროლო შეღწევა მოხდება. ისინი როგორც კი შევლენ ჩვენს ტერიტორიებზე, ბერდიანსკისა და მარიუპოლისკენ გადაინაცვლებენ და მათი შეჩერება გაჭირდება“ –  აცხადებს პრიგოჟინი.

მეტი...

„კახოვკას კატასტროფა უკრაინას ვერ შეაჩერებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი კახოვკაში, ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ეს კატასტროფა ვერ იქნება უკრაინელების შემაფერხებელი იბრძოლოს გამარჯვებისთვის. „რუსი ტერორისტების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე ჩადენილი კატასტროფა ვერ შეაჩერებს უკრაინას და უკრაინელებს.  მაინც გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას. რუსეთის ყოველი ტერორისტული თავდასხმა ზრდის მხოლოდ რეპარაციების ოდენობას, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ჩადენილი დანაშაულისთვის და არა ოკუპანტების შანსებს დარჩნენ ჩვენს მიწაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერს აკეთებენ, მოსახლეობს გადასარჩენად და სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად. შეგახსენებთ, რომ კაშხლის აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა  16 მეტრიანმა წყლის ტალღამ რამდენიმე წუთში დაფარა 13   სოფელი. უკრაინა ეკოციდის კატასტროფის წინაშეა. წყლის…

მეტი...