უკრაინის კატასტროფასთან დაკავშირებით ისრაელი განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში, კერძოდ კი კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით რომლის შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ისრაელი შოკირებულია კახოვკის კაშხლის მასშტაბური დაზიანებით. ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე საფრთხეშია ამ საშინელი განადგურების გამო. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ხალხის ასეთ მიზანმიმართულ მიზანში ამოღება მკაცრად უნდა დაგმოს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები უკრაინელ ხალხთანაა ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების  განცხადებაში.

 

მსგავსი თემები