თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის კატასტროფაზე ოთხმხრივი გამოძიების ინიციატივით გამოდის

კახოვკაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას აყენებს.

აღნიშნულ თემაზე ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა. მან სატელეფონო საუბარი გამართა პრეზიდენტ პუტინთანაც.  საბოლოო გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა ოთხმხრივი კომისია უკრაინის კაშხლის აფეთქებასთამ დაკავშირებით, რომელმაც 13-ზე მეტი სოფელი დაფარა და შედეგი კატასტროფულია, რამდენიმე დღეში გაირკვევა. თავის მხრივ, გამოძიების ჩატარებას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

მსგავსი თემები